ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასაარჩევნოდ პროვოკაციული ჩანაწერების გავრცელებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ცესკოში გარკვეული პირების მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე ისაუბრეს. ცესკოში ამბობენ, რომ ქართული ოცნების სახელით, არაერთი ზარი განხორციელდა, საუბარი კი კომისიის წევრების გუბერნატორებთან დაბარებას და სიებს შეეხებოდა. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ამ პროცესების უკან ქართული ოცნება არ დგას და ეს მათ ინტერესებში არ შედის.