სადეზინფექციო სამუშაოები

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. უკვე ჩატარდა პროცედურა დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში. უწყებაში ამბობენ, რომ პროცედურა მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.