პროკურატურამ უკვე დაიწყო იმ წერილის შესწავლა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან მიიღო. პოლიტიკაში წასულმა ბიზნესმენმა წერილობითი შეტყობინების ორიგინალი დღეს საგამოძიებო უწყებაში მიიტანა.
„თიბისის“ დამფუძნებელი ითხოვს, დადგინდეს იმ 17 პირის ვინაობა, რომელთა თითის ანაბეჭდები, მისი თქმით, წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზით დაფიქსირდა.
რაც შეეხება შუამავალს, რომელიც ამ დრომდე არ დასახელებულა, როგორც ბიზნესმენის ადვოკატი ამბობს, გამოძიების დაწყებისთანავე ჩვენების მისაცემად მზად არის პირი, რომელმაც მათი მტკიცებით, წინასაარჩევნოდ მამუკა ხაზარაძეს მუქარის შემცველი წერილი გადასცა.
გიორგი გახარიასთან დაკავშირებით პოზიცია მეტ-ნაკლებად შეიცვალა.