გადასცემს თუ არა მამუკა ხაზარაძე ე.წ. მუქარის წერილის ორიგინალს პროკურატურას.
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, საკითხზე სახალხო დამცველთან კონსულტაციებს მართავს. ხაზარაძის განცხადებას გენერალური პროკურორის მოადგილე გამოეხმაურა. გიორგი გოგაძის ცნობით, პროკურატურა მზად არის, ხაზარაძისგან ე.წ. მუქარის წერილის დედანი მიიღოს.
შეგახსენებთ, საუბარია იმ წერილის ორიგინალზე, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, ყოფილმა შს მინისტრმა მას მუქარის სახით, შუამავლის მეშვეობით გაუგზავნა.