დაარღვია თუ არა კომპანია „ბიოლმა“ კერძო მესაკუთრის უფლებები.
მოქალაქე გურამ ჯაფიაშვილი პროკურატურას განცხადებით მიმართავს და საქმის შესწავლას ითხოვს. ჯაფიაშვილი ამტკიცებს, რომ მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი კომპანია „ბიოლის“ მიერ უკანონოდ შემოფარგლულ ტერიტორიაში მოექცა და მას საკუთრებამდე გადაადგილების საშუალებას უზღუდავენ. 7000 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთების საკუთრების უფლება ჯაფიაშვილმა სამივე ინსტანციის სასამართლოში დაამტკიცა.
გადაადგილების შეზღუდვის ბრალდებას უარყოფს კურორტ „ბიოლის“ მესაკუთრე. თამაზ მჭედლიძე ადასტურებს ტერიტორიის შემოღობვას, თუმცა აცხადებს რომ მოქალაქე გურამ ჯაფიაშვილს საკუთრებამდე მისვლა ნებისმიერ დროს შეუძლია.