სადავო კანონპროექტის შეჩერებული განხილვა   

მმართველი გუნდის მიერ შეჩერებული კანონ-პროექტის გარშემო ვნებათაღელვა განახლდა.

ირკვევა, რომ სადავო დოკუმენტის განხილვა მხოლოდ ორი თვით გადაიდო. მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას იმედი აქვთ, რომ საზოგადოების სხვადასხვა წრესთან კონსულტაციების შედეგად საექსპორტოდ და სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების შესახებ კანონ-პროექტზე კონსენსუსი იქნება.

ასე არ ფიქრობს საპატრიარქო, რომელიც ხელისუფლებას პროექტის გაწვევას კიდევ ერთხელ სთხოვს.

მმართველ პარტიას აფრთხილებს ოპოზიციაც.