სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. მათ დღეს კენჭისყრის შედეგების გაყალბების სავარაუდო ფორმებსა და პროცესში სავარაუდოდ ჩართულ პირებზე ისაუბრეს. კოალიციის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა.
„ჩემი ხმის“ წარმომადგენლებმა აქცენტი ბიულეტენების ხარისხზე, თვითნებურად შეცვლილ საარჩევნო კოდექსზე და კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნებზე, კენჭისყრის პროცესზე დაკვირვების შეფერხებაზე გააკეთეს. სადამკვირვებლო მისია მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკო-ს წარმომადგენელთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.