სადამკვირვებლო ორგანიზაციების საარჩევნო და პოლიტიკური მისია

წინასაარჩევნოდ ხელისუფლების რიტორიკა კიდევ უფრო მწვავდება იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებს უნდა დააკვირდნენ.

მმართველი გუნდი ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე „ქართული ოცნება“ 102 ორგანიზაციიდან უმრავლესობას, ანუ 53-ს მიკერძოებულად აცხადებს. არგუმენტად ის პირდაპირი და ირიბი კავშირები სახელდება, რომლებიც კვლევის დროს მითითებული ორგანიზაციების დამფუძნებლებსა თუ სხვა წარმომადგენლებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს შორის გამოიკვეთა. დასახელდა კონკრეტული მაგალითებიც. ბოლო მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლებას კითხვები აქვთ სადამკვირვებლო ორგანიზაციების უცხოელ დონორებთანაც. როგორ უნდა იყოს მმართველი გუნდის მიერ მიკერძოებულად გამოცხადებული ორგანიზაციების საარჩევნო დასკვნებში სანდოობა და ობიექტურობა უზრუნველყოფილი – კვლევას ადრესატთა ნაწილის მწვავე რეაგირება და განმარტებები მოჰყვა.