ლონდა თოლორაიამ, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ, ბაია პატარაიამ და გიორგი ბურჯანაძემ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია. მათი განცხადებით, ეს „დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების, ვიდეო და ფოტო მასალის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე მოხდა. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ აღნიშული სქემის გარდა მოქმედებდა, ასევე, სხვა სქემები (კრიმინალური ჯგუფების გამოყენება ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, ამომრჩევლების მოსყიდვა მათზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით) რაც მიზნად არჩევნების გაყალბებასა და ხმების სასურველი რაოდენობის მიღებას ისახავდა მიზნად. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დრეს იმ განცხადებებს გამოეხმაურნენ თითქოს კენჭისყრის შედეგები არ შეესაბამება არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობას.