სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ განცხადება

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ საარჩევნო გარემოს აფასებს. აღინიშნა, რომ მათ ჯამში 4 200 დამკვირვებელი დაარეგისტრირეს. ლონდა თოლორაიას თქმით, ბოლო რამდენიმე კვირაში დარღვევები გამოვლინდა, მათ შორის პირადობების მოწმობების ჩამორთმევისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების კუთხით.

სადამკვირვებლო მისია საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირება მოახდინოს. ასევე მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროსაც, დაინტერესდეს მმართველი პარტიის ფინანსებით, მათ შორის პარტიის შემომწირველებით.