სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრა და აქცია ცესკო-სთან

რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ხმაური იყო დღეს ცესკო-სთან.

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“-ს წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მსვლელობით მივიდნენ და თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს. სამართალდამცავების მიერ აღმართულ რკინის ბარიკადების მიმართულებით ისროლეს ქვებიც. საპროტესტო აქციის პარალელურად ცესკო-ში საერთაშორისო დამკვირვებლებს და ქართულ სადამკვირვებლო ჯგუფებს უსმენდნენ. ადგილობრივი მისიები საარჩევნო ადმინისტრაციაში კონკრეტული შემაჯამებელი ოქმებით მივიდნენ და ზოგიერთ ოლქში ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს.