საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარი შეფასებები ცნობილია.
NDI, ევროსაბჭო, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთო, სხვადასხვა ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, ევროკავშირი: დამკვირვებლები გამოქვეყნებული შედეგების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ არ აყენებენ და ხაზს უსვამენ, რომ მეორე ტურმა კონკურენტულ პირობებში სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა წინასწარ ანგარიშებში საუბარია კონკრეტულ დარღვევებზეც. მათ შორის, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე.
სადამკვირვებლო მისიები განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ნეგატიურ წინასაარჩევნო კამპანიაზეც, რომელიც, მათი აზრით, პირველ ტურთან შედარებით, კიდევ უფრო გამწვავდა.