წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პირველი ერთობლივი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნეს „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა“ და „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრმა“. დოკუმენტში ასახულია 2-დან 22 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი. კვლევაში ნათქვამია, რომ დარღვევები არ გამოვლენილა და საარჩევნო პროცესები ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ასევე დადებითად ფასდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაც, რასაც ორგანიზაციების ხელმძღვანელები საარჩევნო რეფორმის ფარგლებში ახალ კანონმდებლობას უკავშირებენ. ანგარიშში რეკომენდაციებიცაა ასახული, მათგან ერთ-ერთი ცესკო-ს მიერ კომისიის წევრების შერჩევის და დაკომპლექტების ვადების გაზრდას ეხება.