არჩევნებისთვის საქართველოში სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა დაიწყო. მისიის შემადგენლობაში 14 საერთაშორისო ექსპერტი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელია.
საარჩევნო პროცესს ისინი 26 სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. ამასთან ერთად, არჩევნების დღეს პროცესს ეუთო-ს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეაფასებს.