სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე 13 კილოგრამი მარიხუანა ამოიღეს. მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მალულად – ავტომობილის საბარგულში არსებულ თხევადი გაზის ავზში, წინასწარ მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული. აღნიშნული 11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული. ბრალდებული დაკავებულია, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.