ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ განსაკუთრებულად ემზადებიან რუსთავში.
სპეციალური დიდი ეკრანი ქალაქის ცენტრალურ პარკშია დამონტაჟებული, სადაც ახალგაზრდებმა შეკრება უკვე დაიწყეს. პარალელურად ქალაქის ქუჩებში მოძრაობენ რუსთაველები ელექტრომობილებით და ადგილობრივებს პარკში ეპატიჟებიან.