საცობები თბილისში - განმარტებები

რა იწვევს დიდ საცობებს თბილისში – დედაქალაქის მერი თბილისში არსებულ ვითარებას დიდი რაოდენობით კერძო ავტომობილებს უკავშირებს. პრობლემის მოგვარების გზად კი მერიის სატრანსპორტო გეგმის დასრულებაში ხედავს, რაც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გამართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმაც.