საცხოვრებელი ფართების დაკანონება

თბილისში, სამგორის რაიონში მცხოვრებ 56 ოჯახს და კრწანისის რაიონში მცხოვრებ 10 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცათ.

66 ოჯახს დოკუმენტები დედაქალაქის მერმა გადასცა. მოქალაქეებს საკუთრება თბილისის მერიის პროგრამის შესაბამისად დაუმტკიცდათ, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს. ჯამში პროგრამის ფარგლებში საკუთრება უკვე 2684 ოჯახს დაუკანონდა.