პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილს მთელი დღის განმავლობაში, მეგობარ ქვეყანაში მისი უკრაინელი კოლეგა მასპინძლობს. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა არაოფიციალური შეხვედრაც გამართეს, თუმცა მათ შორის სამუშაო შეხვედრა როგორც პირისპირ ისე გაფართოებულ ფორმატში ხვალაც არის დაგეგმილი. ასევე ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. დღესვე პრემიერ-მინისტრები საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრის ბაზაზე საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს უკრაინაში თამარ წიკლაური აშუქებს.