ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შესული 19 საჩივრიდან ხუთი დააკმაყოფილა, 14 კი უსაფუძვლოდ ცნო.
დარღვევები ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო და საოლქო კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების მიმართ სანქციის სახით მხოლოდ შენიშვნები გამოიყენა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დაკმაყოფილებულ სარჩელებში პროცედურულ დარღვევებზე იყო საუბარი, რაც რაიმე სახის გავლენას არჩევნების შედეგზე არ მოახდენს.
საპრეზიდენტო არჩევნებზე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში 10 სარჩელი „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჰქონდათ შეტანილი.