საჩივრების განხილვა

ამ წუთებში მარნეულში 22 საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

საარჩევნო კანონის შესაბამისად, დღეს საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი ხუთი საარჩევნო უბანი გამოვლინდა, რომელთა ხელახლა გადათვლაც უახლოეს დღეებში მოხდება. ასევე იმსჯელებენ შესწორების ოქმის არმქონე უბნის კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შესახებ. დღის წესრიგის მიხედვით დღესვე საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს იმ უბნების საკითხს, რომელთა შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება დისბალანსი. საოლქოში სულ 33 საჩივარია შესული. თუმცა ყველა მათგანი ტექნიკური ხასიათისაა და საოლქოს თავმჯდომარის განმარტებით შედეგზე გავლენას არ მოახდენს. საჩივრების განხილვის დღე ჩანიშნული ჯერ ჯერობით არ არის.