დარიშხანშემცველი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მიზნით, ლენტეხის სოფელ ცანაში საცავი მოეწყო. განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რამაც განაპირობა სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანებისა და ცხოველების მოხვედრის შესაძლებლობა; ასევე დასრულდა რკინაბეტონის ნაპირსამაგრი 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირის, 350 მეტრის წყალგამტარი არხის მშენებლობა. შესრულებულ სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ერთად გაეცნენ.