„ბენდელას“ სტადიონზე „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს თასის მფლობელის მეპატრონის თქმით, ახალი სეზონიდან „საბურთალო“ „იბერია 1999“-ის სახელით ითამაშებს. მან გუნდის ახალწვეულებიც წარადგინა. ახალი სეზონიდან თბილისურ კლუბში სამი არგენტინელი და ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ითამაშებს. სამხრეთ ამერიკელები არგენტინის ვიცე-ჩემპიონ „ტალი ერესიდან“ დაიმატეს, ხოლო „დერეკ აგიაკვა“ ნიდერლანდური „ტვენტეს“ აკადემიის აღზრდილია.