„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია. „ლოკომოტივისა“ და „საბურთალოს“ დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, „საბურთალოს“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მე-19 წუთზე კი, გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა – ირაკლი სიხარულიძემ თერთმეტ-მეტრიანიდან ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მატჩის ბოლოს, „საბურთალოელებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.
შეხვედრაში დასკვნითი გოლი ლევან კაკუბავამ გაიტანა. „საბურთალო“ საქართველოს თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა.
მომავალ წელს, ორივე გუნდი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.