პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართა. ბრალდების მხარის განაცხადებით, ამისი მიზეზი იმ დოკუმენტების გამოკვლევა გახდა, რასაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს. საუბარია სხვადასხვა ფინანსურ დოკუმენტებზე. ბრალდებულთა უფლებადამცველების განცხადებით კი პროკურატურამ ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა. საუბარია სხვადასხვა ექსპერტებზე. პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება.