წინასაარჩევნო გეგმებზე საუბრისთვის გამოიყენა ექს-პრეზიდენტმა დღევანდელი სასამართლო პროცესიც.
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე დისტანციური ჩართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა მთავარი გზავნილი კიდევ ერთხელ გაიმეორა და ოპოზიციურ სპექტრს ერთიანობისკენ მოუწოდა. განსაკუთრებული ინტერესი იყო დღეს დაკითხული მოწმის მიმართ. სასამართლოს ჩვენება ყოფილმა დეპუტატმა, გივი თარგამაძემ მისცა. რატომ იყო პრეზიდენტთან დაკავშირებული ხარჯები გასაიდუმლოებული და აკონტროლებდა თუ არა ნდობის ჯგუფი ამ ხარჯების მიზნობრიობას – სწორედ ეს იყო მთავარი კითხვა პარლამენტის ნდობის ჯგუფის ყოფილი წევრის მიმართ.