საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი. სხდომა რამდენიმე წუთში განახლდება. მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია.
მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობისას სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირადი მიზნებისთვის და პირადი კომფორტისთვის 9 მილიონის გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მუხლი რომლითაც მას ედავებიან, 9-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.