საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმე - პროცესი საქალაქო სასამართლოში
საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით გაფლანგვის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს. ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა.
როგორც ბასილიამ აღნიშნა, არსებობს ვარაუდი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია, რაც წინა პროცესზე გამოჩნდა, როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსამართლე მოწმეს ერთგვარად ეხმარებოდა კითხვაზე პასუხის გაცემაში და ხშირად უადვილებდა პასუხის გაცემას.
დღეს მთავარი აუდიტორი ნოდარ ვეკუა უნდა დაიკითხოს, აღნიშნული მოწმის დაკითხვა უკვე მესამე პროცესია, მიმდინარეობს. ვეკუამ ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით წაუყენეს.