საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმე

ბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები პროკურორებისა და მოსამართლის მისამართით – საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებული მიხელ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მოსამართლემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს შეურაცხმყოფელი განცხადებები გამო შენიშვნა და გაფრთხილება მისცა. ყოფილი პრეზიდენტი მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეს პოლიტიკურ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის მაფიის მიერ წესიერი ადამიანის გასამართლება, რომელიც მთელი ცხოვრება ებრძოდა მაფიოზებს. სხდომაზე იმყოფებოდნენ სააკაშვილს მხარდამჭერები, მათ შორის თაკო ჩარკვიანი, რომელიც ხმაურიანი განცხადებების შემდეგ მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. მოგვიანებით, კიდევ ერთი დაპირისპირება სააკაშვილსა და დავის მხარის მოწმე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ხელმძღვანელს შორის მოხდა. ყოფილი პრეზიდენტის გაღიზიანება ჩვენების მიცემაზე ანზორ ჩუბინიძის უარმა გამოიწვია. სახელმწიფო ბრალდება მიხელ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბიუჯეტის კუთვნილ, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.