საბინაო ფონდის კონცეფცია

2016-17 წლების მონაცემებით, თბილისში მცხოვრები დაახლოებით 5 000 ადამიანი თავშესაფარს ელოდება. ამ სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანას ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული ერთიანი საბინაო პოლიტიკა, რომელიც უსახლკარო ოჯახების პრობლემას მოაგვარებს. შესაბამისი სტრატეგიის მომზადებამდე, დედაქალაქსა და რეგიონებში მუნიციპალიტეტებს საცხოვრებელი ფართის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ბინებით უზრუნველყოფისთვის ყოველთვიურად ქირის სახით სოლიდური თანხის გადახდა უწევთ, რაც ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება.

მარიამ სეთურიძე დაინტერსდა, იგეგმება თუ არა საქართველოში ევროპის იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც უკვე წლებია, საბინაო ფონდები არსებობს.