განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: “25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოსცადოს ჩვენი სიმტკიცე ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვანს იმ გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია.”- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.