ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდა ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანია, 25 თებერვლის ტრაგიკულ დღეს წარმოაჩინოს მტრის დამარცხება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის, არამედ ზოგადად, ქართული კულტურისა და შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. გამოფენის მონაწილეებს და დამთვალიერებლებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. გამოფენა 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება წინასწარი რეგისტრაციით არის შესაძლებელი.