საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე

ორი აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1967 წლიდან აღინიშნება და ემთხვევა ცნობილი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს. თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფარგლებში, ეს დღე საკრებულოში აღინიშნა. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ცნობილი საბავშვო მწერლების ილუსტრირებული გამოცემები, საბავშვო ლიტერატურა და ფერწერული ნამუშევრები.

ღონისძიებაზე ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს საკრებულოს წევრებმა წიგნები და საჩუქრები გადასცეს.