„საბავშვო უნივერსიტეტი“ ქუთაისში  

უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 9-12 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სამართალსა და სხვა სფეროებში ცოდნა საჯარო ლექციების ფორმატში მიიღონ. სწორედ ამისთვის გაიხსნა საბავშო უნივერსიტეტი, სადაც ლექციებს კიუს პროფესორ მასწავლებლები ჩაატარებენ, მოსწავლეებს კი საშუალება ექნებათ საუნივერსიტეტო ცხოვრებას გაეცნონ და სკოლის ასაკიდანვე გაარკვიონ, რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, „საბავშო უნივერსიტეტში“ დღეს პირველი საჯარო ლექცია ჩატარდა.