ორკვირიანი დაკვირვების შედეგად გადაწყდება, როდის დაიწყებენ მუშაობას ბავშვთა გასართობი ცენტრები. საკითხზე შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი, ბიზნესომბუდსმენი და ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.
მსჯელობისას გადაწყდა, რომ სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებს, რის მიხედვითაც ცენტრები იხელმძღვანელებენ. შეხვედრას წინ ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია უძღოდა.