შეხვედრა ბიზნეს-ომბუდსმენთან

ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მსჯელობისას კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების აღსრულების საკითხები განიხილეს. ადგილობრივ ბიზნესთან დისკუსია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შემუშავებული წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.