აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ბავშვთა გასართობი ცენტრებისა და ივენთკომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არასაბანკო ვალდებულებების გადადებასა და საიჯარო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ.  გარდა ამისა, ისინი თავიანთი პრობლემების გასაცნობად მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრასაც ითხოვენ, ვინც ბანკებთან და მეიჯარეებთან შუამავლობას გაუწევს. აქციის მონაწილეების საპასუხო განცხადება, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.