საბავშვო ევროვიზია 2024

რვა დღე რჩება საბავშვო ევროვიზიამდე.

წელს საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს „რანინას“ გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე წარადგენს. „დედას“ – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ქართველი კონკურსანტი 16 ნოემბერს მადრიდში მე-9 ნომრად შეასრულებს.

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიაში 17 ქვეყანა მონაწილეობს. 16 ნოემბერს კონკურსის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.