საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალი იწყება!

საქართველოს პირველი არხის ეთერში დღესაც გრძელდება მუსიკალური საღამო.

პოლონეთის ქალაქ გლივიცაში, საბავშვო ევროვიზია 2019-ის ფინალი ჩატარდება, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას, რამდენიმე წუთში პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას, სხვდასხვა ქვეყნის 19 კონკურსანტი იღებს. მათ შორის არის საქართველოს წარმომადგენელი გიორგი როსტიაშვილი, რომელიც  სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვა და დათო ევგენიძის სიმღერას  შეასრულებს. კონცერტის დასრულებიდან მომდევნო 15 წუთის განმავლობაში, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდზე Junioreurovision.tv-ზე საქართველოს წარმომადგენელს ხმა მისცეს.

 

ევროვიზია