საბავშვო ევროვიზია 2018 - 25 ნოემბერს, 19:00 საათზე, პირველი არხის პირდაპირ ეთერში
საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-16 კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას პირველი არხი განახორციელებს. კონკურსის მსვლელობისთვის თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება ონლაინ სივრცეში, პირველი არხის ვებგვერდზე.
2018 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს, სიმღერით – „შენი ხმა“.
ქართველი კონკურსანტი მინსკის არენაზე მე-13 ნომრად გამოვა.