გასულ წელს დაწყებული და ერთ დღეში გაურკვეველი მიზეზის გამო შეჩერებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საბავშვო ბაღის გარეშე დარჩნენ სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები.
80-ზე მეტ ბავშვს მეზობელ სოფელში უწევდა ბაღში სიარული, თუმცა სატრანსპორტო პრობლემის გამო, ესეც შეფერხდა.
როდის შეიძლება განახლდეს სააღმზრდელო პროცესი ტირძნისის საბავშვო ბაღში და საერთოდ, რამ გამოიწვია მისი შეწყვეტა, ნინო ფისაძე და მიხეილ ჯანეზაშვილი არკვევდნენ.