„საბას თასი“, – ამ სახელწოდების ორდღიანი საქველმოქმედო ტურნირი ჩატარდა რაგბიში, რომელიც ლეიკემიით დაღუპული მორაგბის, საბა მაღლაფერიძის ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირში მონაწილეობა 2006-2007 წელს დაბადებულმა მორაგბეებმა მიიღეს. დღეს კი თბილისში, ლისის ტბაზე სარაგბო ეკიპირების გამოფენა-გაყიდვაც მიმდინარეობს.
საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებაა. თანხა სრულად დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში ჩაირიცხება.