საბალეტო პრემიერები

თბილისში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი იწყება.

წარმოდგენილი იქნება სპეციალური პროგრამა, რომელიც აღდგენილ კლასიკურ სპექტაკლებს, კორეული თანამედროვე ქორეოგრაფიული დასის გასტროლს და მსოფლიო ვარსკვლავების გალა-კონცერტს მოიცავს. მაყურებელი ორ აღდგენილ სპექტაკლსაც ნახავს, მათი დადგმის უფლება ოპერის და ბალეტის თეატრმა კოვენტგარდენის და დანიის სამეფო ბალეტის თეატრებისგან მიიღო.