საბაჟოს საერთაშორისო დღე აღინიშნება

„იზრუნე მომავალ თაობაზე, გააზიარე გამოცდილება და ცოდნა“ – ამ სლოგანით, წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, მსოფლიოს საბაჟო ორგანიზაციის 180-ზე მეტ წევრ საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მებაჟეებს პროფესიული დღე მიულოცეს ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა. სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ღირსების მოწმობები გადაეცათ საბაჟოს დეპარტამენტის 18 მებაჟე-ოფიცერს.