ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ინსაიდერული და კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შეგროვება-გადაცემის ფაქტზე, საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 202-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.