საბა ბუაძის ბრალდება

საკრებულოს ფრაქცია „ლელო“ დიდ დიღომში დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს და მერიას პროექტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებამდე, მის გადახედვას სთხოვს. საუბარია პეტრე იბერის ქუჩაზე რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, რომლის აშენებასაც, როგორც საბა ბუაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მერიასთან დაახლოებული დეველოპერი გეგმავს. ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარის შეფასებით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერანაირი საჯარო ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს ამ ტიპის მშენებლობას და ეს დამღუპველი იქნება როგორც გარემოსთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაშიც. რევაზ სოხაძის თქმით, საბა ბუაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან პროექტი ჯერ მზად არ არის, არსებული მონახაზი კი ჯერ კომისიებზე უნდა გავიდეს განსახილველად. მისივე განმარტებით, კომისიების ფორმატში ისეთი განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება, რომელიც ქალაქისთვის იქნება მისაღები.