„საბა 2018-ის“ დაჯილდოება გერმანიაში, ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება
ლიტერატურული კონკურსი საბა 2018-ის დაჯილდოება წელს გერმანიაში, ფრანკფურტის ბაზრობის ფარგლებში გაიმართება.
TBC ბანკმა ლიტერატურული კონკურსის დაწყება უკვე გამოაცხადა, ავტორებსა და გამომცემლებს წიგნების წარდგენის ვადა 20 თებერვლამდე აქვთ.
კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო გამარჯვებულს კი, ფრანკფურტში 12 ოქტომბერს გამოავლენენ.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია საბას დაჯილდოება იქნება.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი საბა TBC ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს საბას კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება.