საქართველოს ავტორთა საინიციატივო ჯგუფმა სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ შუალედური შეფასების შედეგები წარადგინა. მათ მიერ დაქირავებულმა დამოუკიდებელმა იურიდიულმა კომპანიამ საავტორო უფლებების ორი ასოციაციის – „გერასა“ და „ჯისიეის“ საქმიანობა შეისწავლა და შესაბამისი დასკვნა მოამზადა. შესწავლის პროცესში აქცენტი გაკეთდა ოპერირების ხუთ ძირითად პუნქტზე: ნორმატიული ბაზა, ტექნიკური უზრუნველყოფა, ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და საოპერაციო ხარჯების მინიმალიზაცია.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელოვანები საერთო პლატფორმაზე ერთიანდებიან. ახალი პლატფორმის შესახებ კი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.
შეგახსენებთ, საქპატენტმა საავტორო უფლებების ასოციაციაზე აკრედიტაციის მისანიჭებლად კონკურსი გამოაცხადა. დოკუმენტაციის მიღება 26 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებული მხოლოდ ერთი კომპანია იქნება.