საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის წევრები წერილობით მიმართავენ პარლამენტს, გაითვალისწინონ საერთაშორისო გამოცდილება და არ დაუშვან პარალელური ადმინისტრირება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, არ გაითვალისწინონ ორგანიზაცია GERA-ს მიერ მიღებული წერილი და არ დაუშვან მათი მოთხოვნა, პარალელური ადმინისტრირების დაშვებისა და ამ მიზნით კანონის შეცვლის თაობაზე. ამასთანავე, მათ ასოციაციის მუშაობის შესახებ ისაუბრეს და იმ საფრთხეების შესახებ, რაც პარალელურ ადმინისტრირებას შეიძლება მოჰყვეს. ასოციაციის წევრები ამ საკითხის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.