კომპანია „ბრავო რეკორდსი“ და „პრიმა მიუსიქი“ ერთობლივ მუშაობას იწყებენ.
ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა, საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის მხარდაჭერით ხდება. კომპანიები ერთმანეთთან სინქრონიზაციის მიმართულებით იმუშავებენ, რაც გულისხმობს კომპანიის წევრების საავტორო და მომიჯნავე უფლებების ეფექტურად მართვას. ასევე მოხდება ქართული პროდუქციის ციფრული დისტრიბუცია როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.